აუქციონის წესები და პირობები

www. weekofart.com  ეკუთვნის და მართავს აი(ი)პ მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში. საიტის გამოყენებით ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვიტეთ საიტის გამოყენება/რეგისტრაცია. აქვე გაცნობებთ, რომ www. weekofart.com  -ის მფლობელები უფლებას იტოვებენ, რომ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება.

 

საიტი  მართავს და უზრუნველყოფს ხელოვანების („გამყიდველი“), არტისტების ნამუშევრების ონლაინ აუქციონებს. ნებისმიერი მანუშევრის/ნივთის გაყიდვა რეგულირდება უშუალოდ მყიდველსა და გამყიდველს შორის განსაზღვრული პირობეობეითა  და წესებით.

საიტი უზრუნვენყოფს აუქციონზე წვდომას და  სარგებლობას  წესებისა და პირობების, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკის დაცვით.

 

საიტი ხელმისაწვდომია 18 წლის ზევით მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Weekofart– მა არ შეუჩერა რაიმე მიზეზით ანგარიშზე წვდომა. საიტზე რეგისტრაციის დროს, როდესაც თქვენ ნებაყოფლობით შეგყავთ პირადი ინფორმაცია პირად ანგარიშზე, თქვენ ეთანხმებით,  და ადასტურებთ მიმდინარე ინფორმაციის სიზუსტესა. ყველა აუქციონზე დასწრებისათვის მყიდველი მომენტალურად იხდის დასწრების სიმბოლურ საფასურს 5 ლარს, ეს თანხა არის ცვლადი, არ არის ფიქსირებულ. მონაწილეობისათვის გადახდილი თანხა უკარ არ ბრუნდება.   საიტი იტოვებს უფლებას ანგარიშის გაუქმების, მომსახურების  შეწყვეტის,  წაშლის ან შინაარსის რედაქტირების შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზით, ნებისმიერ დროს, საიტის წესების დარღვევის შედეგად, გაფრთხილების გარეშე.

 

Weekofart & მართვა

Weekofart – ის როლი  შემოიფარგლება საიტის ხელმისაწვდომობითა და გამყიდველისა და მყიდველებისთვის საიტის მხრიიდან მომსახურებით, რომელიც განისაზღვრება კპონკრეტული აუქციონისათვის წესებით. Weekofart არის შუამავალი და არა აგენტი ან მენეჯერი.  

Weekofart– ს შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, უზრუნველყოს საშუამავალო მომსახურება მყიდველსა და გამყიდველს შორის, კლიენტთა მომსახურების ან დავების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით.

 

მხარეთა ვალდებულებები

ხელოვანი („გამყიდველი“) პასუხისმგებელია აუქციონზე წარმოდგენილი ნივთების ზუსტ აღწერაზე და საწყის ფასზე, რომელსაც სთავაზობს გასაყიდად. მყიდველი პასუხისმგებელია წინასწარ, შეძენამდე განსაზღვროს შესყიდული ნივთის ღირებულება, მდგომარეობისა და ნამდვილობა  და გამყიდველისთვის ნასყიდობის ფასის გადახდა, ნებისმიერი საგადასახადო გადასახადის, დღგ-ს ან იმპორტ / ექსპორტის, ტრანსპორტირების გადასახადის ჩათვლით.

 

აუქციონზე წარმოდგენილი ყველა ნივთი უნიკალურია, შექმნილია და   შემოთავაზებულია ხელოვანების (”გამყიდველები”) მიერ. საიტზე განთავსებული ყველა ნივთი იყიდება “როგორც არის” და “ყველა დეფექტით”.

 

აუქციონები

Weekofart–ი  მართავს აუქციონებს, სადაც ხელოვანებს („გამყიდველებს“) შეუძლიათ შესთავაზონ ნამუშევრები აუქციონის წესით  დაინტერესებულ პირებს. ყველაზე მაღალი „ბიჯის„ ავტორი გახდება აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევრის მფლობელი.  ვებგვერდს შეუძლია, მაგრამ არ არის ვალდებული, აუქციონის პირობების გათვაალისწინებით უზრუნველყოს სრული მომსახურება, ნივთის მიწოდების გათვალისწინებით მყიდველისათვის.   Weekofart იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ და ნებისმიერ დროს (აუქციონის მსვლელობისას) შეაჩეროს ან გააუუქმოს ხელოვანის მიერ აუქციონზე წარმოდგენილი ნამუშევარი და ასევე მყიდველს არ დაუკმაყოფილოს ან უარყოს მის მიერ წარმოდგენილი „ბიჯი“.

 

ბიდინგის პროცესი

ფასი აღრიცხული იქნება ეროვნულ ვალუტაშიი ან აშშ დოლარში (ეროვნულ ვალიუტაში). აუქციონში მონაწილე ხელოვნები და მყიდველები იქნებიან რეგისტრირებულები საიტზე, და უნდა გაეცნონ და მონიშნონ, რომ ეთანხმებიან  საიტის გამოყენების პირობებსა და წესებს. აუქციიონზე მონაწილეობის მსურველმა საიტზე უნდა დაარეგიისტრიროს მოქმედი საკრედიტო ბარათი, რაც ნიშნავს, რომ მყიდველი თანხმდება გადაუხადოს Weekofart – ს მომსახურების პრემია, რომელიც შესულია  გამარჯვებულ ნივთის საბოლოო საფასურში.

ფასის განაცხადი იგივე „ბიდი“-ს დასადებათ უნდა დააჭიროთ ღილაკს „ბიდ“ აუქციონის გვერდზე. გაკეთებული „ბიდი“-ს ცვლილება არ ხდება. ყველა განაცხადი რეგისტრირდება საიტზე, და ასეთი განაცხადი განისაზღვრება, როგორც ჩანაწერი და მაქსიმალური „ბიდი“ აუქციონის მონაწილის.

შეგიძლიათ შეიყვანოთ ნებისნიერი თანხა (ბიდინგის ველში), და დააჭირეთ „ბიდი“-ს ღილაკს, ასეთ დროს თქვენი განაცხადი ავტომატურად განთავსდება, როგორც „თქვენი მასიმალური შეთავაზება“. თქვენ მიიღებთ ელეტრონულ მეილზე  შეტყობინებას, როდესაც თქვენი განაცხადს ვინმე გადაასწრებს.

 

მიაქციეთ ყურადღება, შესაძლია აუქციონი „ლაივ რეჟიმში“ იმართებოდეს (ეს იქნება მითითებული საიტზე და ასევე ელ. მოსაწვევში რომელიც გავრცელდება) ყველაზე მაღალი განაცხადის ავტორი გამოვლინდება აუქციონის დახურვის შემდეგ და ამის შესახებ მყიდველს ეცნობება ღონისძიებიდან 48 საათში. თუ თქვენ არ დაგიკავშირდათ საიტის ადმინისტრაცია, შესაბამისად თქვენ ვერ გახდით გამარჯვებული.

 

აუქციონის დასრულების შემდეგ , მყიდველმა უნდა განახორციელოს საიტის საშუალებით ონალინ გადახდა, საბოლოოდ გამარჯვებული ნიმუშის საფასურის. საფასური არ მოიცავს ტრანსპორტირების საფასურს, გზავნილის თანახა აისახება ცალკე ინვოისში და გაეგზავნება გამარჯვებულ მყიდველს. გადაზიდვებზე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ იზრუნებს „საქართველოს ფორსტა“, რაც რეგულირდება ხელშეკრულებით.

 

მყიდველის მიერ ნამუშევრის თანხის (ტრანზაქციის დასრულების) ჩარიცხვის შემდეგ Weekofart გაუგზავნის შეტყობინებას ხელოვანს და მყიდველს აუქციონის შედეგების შესახებ და აქვე ხელოვანს მიაწვდის მყიდველის შესახებ პირად ინფორმაციიას (სახელი, მისამართი, ტელეფონი და სხვა), რაც მას სჭირდება ამანათის გასაგზავნათ.

 

თუ რაიმე მიზეზით საწყისი დასტურის შემდგომ გამარჯვებული მყიდველი უარყოფს ტრანზაქციას ან არ ახორციელებს გადახდას, მყიდველს რჩება Weekofart – ის მიერ პრემიის ვალდებულება და უნდა მოხდეს 15% ის ანაზღაურება (პრემიარული თანხა).  აღნიშნული ანაზღაურება არის სამართლიანი და პატივსაცემი.

 

ნებისმიერი უთანხმოება ან დავა აუქციონზე შეძენილ ნივთთან დაკავშირებით უნდა გაირკვეს ხელოვანსა („გამყიდველს“) და მყიდველს შორის Weekofart -ის ჩარევის გარეშე. მყიდველი იღებს სრულ პასუხისმგებლობას ნამუშევრის (ნივთის) საფასურის ონლაინ გადახდაზე. საიტი არ იღებს პასუხისმგებლობას აუქციონში მონაწილე მყიდველებისა და ხელოვანი (გამყიდველის) საქმიანობაზე.

 

ხელოვანი (“გამყიდველი”) პასუხისმგებელია აუქციიონზე გაყიდული ნამუშევრის (“ნივთის”) მყიდველისათვის შენაძენის მიწოდებაზე ნივთის საფასურის მიღებისთანავე, გონივრული ვადის განსაზღვრით რაც მითითებული იქნება ინვოისში.  თუ ტვირთის მოწდებას ახორციელებს Weekofart, მისი მხრიდან ეს არის მხოლოდ ტექნიკური სამუშაო და Weekofart არ აიღებს რაიმე პასუხისმგებლობას შენაძენზე ან და რაიმე სხვაზე, რაც როგორც ზევით არის აღნიშნული შედის  ხელოვანს(”გამყიდველის”) პასუხისმგებლობაში.

 

მყიდველი იღებს პასუხისმგებლობას თავად განსაზღვროს და გაანალიზოს, ნამუშევრის („ნივთის“) მდგომარეობა, და ხარისხი, ავტორის პოპულარობა. მყიდველი, რომელიც იღებს მონაწილეობას აუქციონში, აკეთებს განაცხადს, რომ არის გარანტორი (იღებს ვალდებულებას) აუქცნზე მის მიერ მითითებული თანხის ანაზღაურებაზე 24 საათის განმავლობაში, რომელშიც გათვალისწინებულია  გადასახადები, საიტის პრემია და ტრანსპორტირების საფასური  (ცალე ინვოისის საფუძველზე).

 

ვებ – გვერდი არ იღებს პასუხისმგებლობას რაიმე ტექნიკურ შეცდომაზე/ხარვეზზე აუქციონის მსვლელობისას, რასაც მოიცავს  „ბიდინგის“ პროცესი, და რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ინტერნეტის ხარვეზით ან „ონლაინ ბიდინგის პროგრამით“.

 

რისკები –  საიტზე შეძენილი ნივთების გადაზიდვა/მიწოდების უზრუნველყოფა ხდება მესამე მხარის მიერ, ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად. შესაბამისად, მას შემდეგ რაც გამყიდველის მიერ მოხდება ნივთის ჩაბარება გადამზიდავ კომპანიაში, შემდეგ ეტაპზე  ასეთი ნივთების დაკარგვისა და საკუთრების რისკი გადმოდის თქვენზე (მათ შორის თქვენს მიერ მითითებული მისამართის სიზუსტე).

 

უკან დაბრუნების პოლიტიკა – შეძენილი ნივთის დაბრუნება არ ხდება. მყიდველის მიერ გადახდილი თანხა არ ბრუნდება. თუ მყიდველს ექნება კოკრეტული დარღვევების შესახებ ფაქტები მას შეუძლია პრეტენზია გამოუცხადოს ხელოვანი („გამყიდველი“) და მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

Scroll to Top